საქართველოს პატრიარქი

ილია II: წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო

მოგვიახლოვდა დიდი მარხვა და ამით გვიახლოვდება დიდი მარხვის შემდეგ აღდგომის ზეიმი. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა. არ უნდა დავკარგოთ იმედი. წარსულში თითქოს უფრო გვიჭირდა, უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო. სად დაიკარგა ეს სიხარული, სად დაიკარგა ეს მშვიდობა? მაგრამ მშვიდობა დაბრუნდება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი.

პატრიარქი ილია მეორე 4 თებერვლის საკვირაო ქადაგებისას.

კომენტარები