არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

წულუკიანი: ზოგ ბავშვს თავში ქარი უქრის, ამისთვის ციხეში არ უნდა გავგზავნოთ

ჩვენ გვჭირდება სხვა ტიპის პასუხი ამ ბავშვების ქცევაზე და ეს არ უნდა იყოს პოლიციური პასუხი. ეს უნდა იყოს პასუხი, რომლის შემუშავებაზეც ჩვენ ვმუშაობთ. ყველა უწყება არის მობილიზებული და ამაში სტატისტიკამ, შემთხვევების ანალიზმა, თქვენნაირი მოქალაქეების ხმის ამაღლებამ დიდი როლი ითამაშა. შესაბამისად, გვაქვს გეგმა, შევქმენით უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი გუშინწინ და ვთქვით ასეთი რამ: სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაიწევა 14 წელზე ქვემოთ. ასევე შევთანხმდით, რომ როცა ხდება პოლიციური პასუხი საჭირო ასეთი ბავშვისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ბავშვის პრობლემა შორსაა წასული და ამ პრობლემების დანახვა უნდა ხდებოდეს უფრო ადრეულად. ბავშვი ანტისოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად რომ არ ჩამოყალიბდეს, ამ პრობლემას ძირშივე უნდა მიხედვა. ჩვენ ყველას გვყავს გარშემო 10-11 წლის ბავშვები, რომელთაგან ზოგი ძალიან ჭკვიანია, ზოგსაც კი, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, თავში ქარი უქრის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ციხეში უნდა გავაგზავნოთ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აიპრესის კითხვაზე, რომელიც 14 წლამდე ბავშვების ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა.

კომენტარები