მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია

გუგული მაღრაძე: ისეთი ფორმა უნდა მოვიფიქროთ, რომ ჩაბუქი თურქეთს არ გადავცეთ

დღეს, როდესაც თურქეთში საკმაოდ მწვავე სიტუაციაა და ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რაღაც ისეთი ფორმა უნდა მოვიფიქროთ, რომ ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა არ მოხდეს, იმიტომ რომ არანაირი გარანტია არ გვაქვს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ. თუკი იქნება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც თავის თავზე აიღებს, რომ ჩაბუქს არაფერი დაემუქრება თურქეთში, მაშინ შეიძლება სხვანაირად გადავწყვიტოთ. თუმცა ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

თქვა ინტერპრესნიუსთან ქართული ოცნების დეპუტატმა გუგული მაღრაძემ. ცნობისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. თურქეთი ჩაბუქის ექსტრადირებას ითხოვს. თავად ბრალდებული კი, საქართველოსგან - ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას.

კომენტარები