გიგი უგულავა

უგულავა: იქ სადაც ოპოზიცია ძლიერია, ხელისუფლება იძულებულია უფრო ფხიზელი იყოს

ეს საარჩევნო ოლქი - ვანისა და ხონის - ხელისუფლებამ ხელოვნურად შექმნა. მათ საერთო საზღვარიც კი არ აქვთ, შუაში სამტრედიაა. პრობლემები რა თქმა უნდა მსგავია და იგივეა ყველა რაიონშია - უმუშევრობა, სიღარიბე, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებები. მთავარი პრობლემა მაინც უპერსპექტივობის განცდაა. ეს ნამდვილად ქართული ოცნების დამსახურებაა. მე თბილისის მერი ვიყავი და თბილისის პრობლემებთან მქონდა ყველაზე ხშირი შეხება, მაგრამ დღეს მხოლოდ ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ყველაფრის თავიდან დაწყებით. თან წარმოშობით ხონიდან ვარ. მე მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. ჩვენ აქ, ვანსა და ხონში უნდა შევქმნათ წარმატების მოდელი და ამით შევცვალოთ სიტუაცია მთელს აქართველოში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ სადაც ოპოზიცია ძლიერია, ხელისუფლება იძულებულია უფრო ფხიზელი იყოს და საქმე გააკეთოს. მჯერა რომ სწორედ მუშაობით, ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმნით ჩვენს მომავალს და გავიმარჯვებთ.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ვანსა და ხონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ის გაზაფხულზე დაგეგმილ მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები