ფონდი იავნანა

ბურჭულაძე: "იავნანას" სიკეთის მეტი რა გაუკეთებია? მზად ვარ, კითხვებს ვუპასუხო

უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. რა დანაშაული უნდა იყოს?! სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა. ხუთი თვე არის უკვე პროკურატურას საბუთები აქვთ ჩვენი წაღებული და ვერაფერი ვერ მონახეს და ვერც მონახავენ. მე ძალიან გული მწყდება, რომ პროკურატურა ჩაითრიეს ამ საქმეში.

მე მგონი, კი, რა თქმა უნდა, უკავშირდება [წარსულში ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას]. მაგრამ მხოლოდ მაგას არა, სხვა რამეებსაც.

საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს ფონდ იავნანას საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავენ. საქმე ფონდ "იავნანას“ მიერ დიდი ოდენობით თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვას ეხება.

კომენტარები