ევროპული საქართველო

კახიძე: სპეკულაცია არ მინდა, მაგრამ 2012 წლის ამნისტიამ კრიმინალი გაზარდა

მე არ მინდა, მუქ ფერებში დავხატო სიტუაცია, რადგან ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლავთ. თქვენმა ხელისუფლებამ უპასუხისმგებლო ნაბიჯით ქვეყანაში კრიმინოგენური ფონი დაამძიმა. ვგულისხმობ, როგორც გაუაზრებელ და ფართომასშტაბიან ამნისტიას, ისე პოლიტპატიმრის სტატუსით ისეთი პირების გათავისუფლებას და გმირებად შერაცხვას, რომლებიც ამას ნამდვილად არ იმსახურებდნენ, წარსულიდან გამომდინარე. უკვე ყოველდღიურობად იქცა ჩაცხრილვის, დაყაჩაღების, გაძარცვისა და სროლის შესახებ ცნობები

ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე საპარლამენტო სესიის დროს სიტყვის გამოსვლისას. კახიძე გულისხმობს 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ გამოცხადებულ საყოველთაო ამნისტიას

კომენტარები