კობახიძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 3 წლის შემდეგ პარლამენტი უფრო ძლიერი იყოს

ტრადიციულად, ჩვენს სისტემაში პარლამენტი მეტ-ნაკლებად სუსტი იყო. მრავალი წლის განმავლობაში ძალაუფლება კონსოლიდირებული იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახლა ჩვენ ვაყალიბებთ ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ასრულებს გადამწყვეტ როლს მმართველობის სისტემაში. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ კიდევ უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს. უნდა გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი შესაძლებლობები. პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ესაა ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი

პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

კომენტარები