ქართული ოცნება

ზარდიაშვილი: NGO-ები ენმ-ის პარტიული ტელევიზიით სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობენ

ავტორიტეტული ორგანიზაციის Heritage Foundation-ის მიერ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა შეფასდა, როგორც წარმატებულისასამართლო, რომელიც რეიტინგით უსწრებს იტალიის, ესპანეთის, ლიტვის, საბერძნეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის და სხვა დასავლეთევროპის ქვეყნების სასამართლოებს. კვლევითმა ორგანიზაციამ ევროპაში მე-18, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, შუა და ცენტრალურ აზიაშილიდერის სტატუსი მიანიჭა.

ამ ფონზე განსაკუთრებით ქართული სასამართლოს ასეთი წარმატება როგორ "გამორჩათ" პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. არასამთავრობო ოგანიზაციები, რომლებიც, მათი თქმით სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ სისტემას რატომ არამბობენ ერთ სიტყვას მაინც ამ წარმატებასთან დაკავშირებით. თუმცა აქ პასუხი მარტივია - როგორც ჩანს ზოგიერთი კრიტიკოსის ინტერესში რეალურად არ შედის ეფექტური, დამოუკიდებელი სასამართლო. ისინი ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის მეშვეობით მიზანმიმართულად ახდენენ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას და არ ერიდებიან ცრუ ინფორმაციის გავრცელებას

აქედან გამომდინარე, გავიგეთ რომ ისინი პოზიტიურ ინფორმაციას სასამართლოზე უმალავენ საზოგადოებას, თუმცა მათ პასუხი აქვთ გასაცემიერთ მარტივ კითხვაზე: როგორ მოახერხა მათი კრიტიკის მუდმივმა ობიექტმა სასამართლო ხელისუფლებამ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ შედეგის მიღწევა?! მათ ასევე შეუძლიათ არც ამ კითხვაზე გასცენ პასუხი და გააგრძელონ ბრძოლა დასავლეთ ევროპაში ყველაზე ეფექტურ და დამოუკიდებელ სასამართლოზე

ქართული ოცნების წევრი ვანო ზარდიაშვილი

კომენტარები