სუბარი მუხთარლიზე: გამოძიებებზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტს ტყუილები არ ეკადრება

როცა ადამიანი ციხეშია, კარგად მესმის, რომ მას შეიძლება ბევრი რამე აწუხებდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტყუილების თქმა და მოგონება არ ეკადრება არავის, მით უმეტეს ჟურნალისტს, რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებებზე აქვს პრეტენზია. ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადებები, რომელიც მან გააკეთა.

რაც შეეხება თუ როგორ მოხვდა საზღვარზე, არის ძალიან ძალიან ბევრი კითხვა ამასთან დაკავშირებით. გამოძიება, იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან დაადგენს. თუმცა ვიტყვი იმას, რასაც პირველივე დღეებში ვამბობდი - დღისით, მზისით, თბილისის ცენტრში რომ ადამიანის გატაცება მოხდეს, შეუძლებელია იქ არ იყოს რამდენიმე ათეული თუ არა, რამდენიმე მოწმე მაინც, რომელიც იმავე წუთში დარეკავს პოლიციაში, გადაიღებს ვიდეოს და ჩვენ მოწმე ვართ, რომ მსგავსი რამეები არ ხდება. შესაბამისად, მართლა რომ მომხდარიყო გატაცება თბილისის ცენტრში, თანაც ფორმიანი ადამიანების მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი აბსურდი და შესაბამისად, მუხთარლის ბრალდებებიც არამხოლოდ საფუძველს არის მოკლებული, არამედ, ცოტა არ იყოს, გავიდა იმ საზღვარს, რომელშიც ჯობდა რომ დარჩენილიყო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებიტ გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი აფგან მუხთარლის განცხადებას ეხმაურება. ჟურნალისტმა რუსთავი 2-თან თქვა, რომ კრიმინალურ პოლიციას მისი გატაცების უფლება პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა მისცა და ამის შესახებ იცოდა ექსპრემიერმა ივანიშვილმაც. გარდა ამისა, მუხთარლის განცხადებით, "ქართველი ხალხი აღარ მოუთმენს პრემიერ კვირიკაშვილს" და "ამ მთავრობის მმართველობის ბოლო ვადაა".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანა სუბელიანი

კომენტარები