ავიაკატასტროფა რუსეთში

პრემიერი: საქართველოს მთავრობის სახელით თანავუგრძნობ რუს ხალხს

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.

კომენტარები