მეუფე შიო მუჯირი

მეუფე შიო: ტენდენციები, რაც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, დამღუპველია 

ეს არის თანამედროვე გამოწვევები, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ცნობიერება ერისა, ჩვენი სულიერი ღირებულებები თანამედროვე ეპოქაში, გლობალიზაციის ეპოქაში და პოსტმოდერნისტულ ეპოქაში. ადამიანი საკუთარ გონებასაც რომ ემორჩილება, ესეც კი ითვლება გარკვეულ ვერტიკალურ ღირებულებად, რაც მიუღებელი უნდა იყოს და რაც თრგუნავს თავისუფლებას. აქამდეც კი მიდის გარკვეული თანამედროვე აზროვნების მიმართულება, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო და უფრო მეტ ძალას იკრეფს. ასევე, უმთავრესია სეკულარიზაციის და დესაკრალიზაციის თემა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ყველა საზოგადოებრივ დარგში. დესაკრალიზაცია ითვლება აუცილებელ პირობად, მაგრამ რეალურად ჩვენი ერი თავისი აზროვნებით არის იდეალისტი ერი. ჩვენთვის ყოველთვის პირველადია იდეა. ჩვენი სახელმწიფო და ერი ჩამოყალიბდა, როგორც ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი ერი და ის თანამემამულეები, რომლებიც არ არიან ქრისტიანები, მათი აზროვნებაც ტრადიციულ ღირებულებებს ეფუძნება. ეს არის სწორედ იდეალისტური ღირებულებები. ამიტომ თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც თავს გვახვევს დესაკრალიზაციის იდეოლოგიას, რა თქმა უნდა, დამღუპველია ჩვენი ერისთვის და დღევანდელი კონფერენციის მიზანია, ვიფიქროთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირებულებების საფუძველზე.

თქვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საერთაშორისო კონფერენციაზე „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ სიტყვით გამოსვლისას, პირველი არხის ცნობით.

კომენტარები