მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ეშინია ჩემი, არაფრის თავი არ აქვს

იმას ვუკავშირებ, რომ ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა. და მე არ მესმის, როგორ უთმენთ აქამდე? რა უნდა ამ კაცს? ეშინია ჩემი, თორემ, რამის თავი რომ ჰქონდეს, ხო მოელაპარაკებოდა საქართველოს ჩემს გადმოცემაზე. არაფრის თავი არ აქვთ. არიან მხდალები, არიან მატყუარები, არიან ფლიდები.

მე გავაგრძელებ ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ამ ოლიგარქების წინააღმდეგ, ორივე დაემხობა და ხელისუფლებიდან მათ მშვიდობიან ჩამოშორებაში მე ვითამაშებ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს. თუ რამის თავი ჰქონდათ, სიამოვნებით გადამცემდნენ უკრაინელები [საქართველოს], მაგრამ არც ერთს ჰქონდა თავი და არც მეორეს. [ივანიშვილს და პოროშენკოს] ორივეს ისე ეშინია ჩემი, როგორც ცეცხლის.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან რუსთავი 2-ს ტელეფონით ჩაერთო. კურიერის წამყვანებმა მას ჰკითხეს, რას უკავშირებს, რომ უკრაინამ პოლონეთში გააძევა და არა - საქართველოში.

კომენტარები