მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: ვინც ჩამოგვშორდა, ის სადღაც, უფსკრულში გაუჩინარდა

ნაციონალური მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა, რომელიც ვერ მოისყიდეს. რაც ივანიშვილმა რესურსები დახარჯა შანტაჟზე, გახლეჩვაზე, შავ პიარზე, რას მიაღწია? ვინც ჩამოგვშორდა, ის სადღაც, უფსკრულში გაუჩინარდა, როგორც მოსალოდნელი იყო და ვაფრთხილებდი, არავის უყვარს მოღალატე და განდგომილი, მით უმეტეს გაყიდული. ვინც დარჩა, ათასგვარი წნეხის ქვეშ არის, მაგრამ ამის გარდა უნდა გავფართოვდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ პრაიმერისი, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ბევრი ადამიანი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები