ნარკოპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვაში საპატრიარქოც ჩაერთვება

ჩვენ განვიხილავთ ამ კანონპროექტს. იმისათვის გადაიდო განხილვის ვადა, რომ ჩვენ, დამატებით, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნარკომოხმარების შემცირება და ასევე, ჰუმანური პოლიტიკის გატარება - ეს არის ძირითადი მიზანი. მთავარია სწორად განვსაზღვროთ, რა მოგვცემს ამ მიზნის საუკეთესოდ მიღწევის საშუალებას. მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის ორი განსხვავებული მოსაზრება და არცერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები ჯერჯერობით არ მომისმენია. ჩვენ გვჭირდება ასეთი სიღრმისეული მსჯელობა და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოოდ კანონპროექტი. ყველას მოვუწოდებ, წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ყველაზე კარგად ვითარების გაუმჯობესება.

ჩვენ გვჭირდება უმრავლესობის შიგნით პოზიციების შეჯერება, ასევე გვჭირდება უფრო ფართო ფორმატში პოზიციების შეჯერება ოპოზიციასთან, არასაპარლამენტო სუბიექტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, ნებისმიერ მხარესთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ვითარების გაუმჯობესებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთანაც იქნება მსჯელობა.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჰუმანური ნარკოპოლიტიკის და კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შესახებ. 

კომენტარები