თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე

დოდო გუგეშაშვილი: არანაირი პოლიტიკური სარჩული აქ არ არის, ვერ ვხვდები, რა არის

ეს არ არის არც პოლიტიკური, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი. დარწმუნებული ვარ, არც ერთი ამდაგვარი არ არის. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის. ამიტომ ნურავინ ნუ მისცემს პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს. არანაირი პოლიტიკური - არც ძველი დროის, არც შემდგომი და არც ახლანდელი - აქ არ არის

პირველი კომენტარი, რომელიც ყოფილმა მხედრიონელმა მასსა და მის შვილზე თავდასხმის შემდეგ გააკეთა, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ Facebook-ზე გაავრცელა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი დაიღუპა.

კომენტარები