კაპანაძე: პროდასავლურმა ძალამ არ უნდა გაამძაფროს განცდა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს

ჩვენ ყველანი უნდა ამოვიდეთ ამოცანიდან და ამოცანა არის ქართული ოცნების დამარცხება. ოღონდ, ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელო, რომ რა კარგია ამ გზით სიარული. კონკრეტული ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისთვის, რომ ქართული ოცნება იყოს დამარცხებული და მთავარი ამოცანა ამ მიზნისკენ უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის მოყვანა არჩევნებზე. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა რომელიც დღეს გააჩნია საქართველოს.  ჩვენ ბოლო არჩევნების შედეგებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ მოდის არჩვენებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქართული ოცნების მოწინააღმდეგეები არიან. ერთერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი არ მოდიან არჩევნებზე არის იმედგაცრუება არჩევნების პროცესით. ძალიან მნიშვნელოვანია, არცერთმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაამძაფროს ეს განცდა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. როდესაც ერთის მხრივ გვესმის ხოლმე, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ლიდერისგან, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, ეს ყველაფერი უნდა იყოს გადატრიალების გზით და მასიური ამბოხის გზით, ეს არის პირდაპირ წყლის დასხმა ივანიშვილის წისქვილზე, იმიტომ რომ ამით ხდება აპათიის გამოწვევა. ხალხი აღარ მოდის არჩევნებზე და შემდეგ უკვე იმ რესურსის პირობებში, რომელიც გააჩნია ქართულ ოცნებას ისინი იმარჯვებენ იმით, რომ თავიანთი მომხრეები უფრო მეტად მოყავთ არჩევნებზე.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ტვ პირველის ეთერში გადაცემაში პოლიტმეტრი.

კომენტარები