ნარკოპოლიტიკა

მარგველაშვილი: ნარკოპოლიტიკაც გაზი ხომ არაა, რომელიც ვერ გააიაფეს?

ესეც გაზია რომელიც ვერ გააიაფეს? ამით მოვდიოდით ჩვენ, თუ რატომ ჰყავს სააკაშვილს ჩასმული 300,000 ადამიანი, ამას ვლაპარაკობდი თუ როგორ შეიძლება ადამიანს შეგეცვალოს ტვინი? ამას ვლაპარაკობდით, რატომ ჰყავს სააკაშვილს ამდენი პრობაციონერი, რატომ სვამენ ნარკოტიკზე ყველას ციხეში? - ამას ვალაპარაკობდი მე 10 წლის განმავლობაში. რა უნდა მოხდეს რომ ეს ყველაფერი დავივიწყო. ამას ვპირდებოდი ხალხს, რომ ვამბობდი - შევცვალოთ ნაციონალური მოძრაობა და თქვენ გექნებათ უფრო ლიბერალური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - რატომ არა? გამაგებინეთ. გასაგებია რომ გაზს ვერ აიაფებ, მაგრამ ნარკოპოლიტიკას რატომ არ ცვლი, ეს ხომ წინასაარჩევნო დაპირება იყო. ქუჩაში რომ დგახარ, როცა ხარ ოპოზიციონერი და ხედავ, რომ ადამიანებს ირგვლივ იჭერენ და ეუბნები, რომ რა უსამართლობაა, რომ დაგიჭირეს, ვიღაც პრობაციონერია - რა უსამართლობაა. ამას იზიარებ და როცა შედიხარ კაბინეტში, იქ ხდება მეტამორფოზა, სკამიდან გამომდინარე, და უცებ ამბობ, რომ არა, ეგრე არ არის, ჰუმანურები ვერ ვიქნებით, ეს გრძელი დისკუსიების საკითხია.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პალიტრა TV-ს ეთერში.

კომენტარები