მუსტაფა ემრე ჩაბუქი

ჩაბუქი: თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი

15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ, რომ ბავშვებში ჩანერგილი იყოს სიყვარული და მშვიდობა, მეგობრობა. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ტერორიზმის, ჩხუბის. ამ ქვეყანაში ათასობით მოსწავლე და მეგობარი მყავს. ჩვენი პროექტები, ჩვენი მოღვაწეობა ყოველთვის დადებითად ფასდებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობისგანაც, სახელმწიფო მოხელეებისგანაც, განათლების სამინისტროსგანაც ყოველთვის დადებითად ფასდებოდა  ჩემი საქმიანობა. ლეგალურად თუ არალეგალურად, მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მოვაწყობ პრესკონფერენციას და მოგიწვევთ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პატიმრობის სანაცვლოდ, ჩაბუქს 1 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ კი დღეს შუამდგომლობა შეცვალა და საექსტრადიციო პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვალა.

კომენტარები