ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

თაქთაქიშვილი: მიშას განცხადება იყო შეცდომა, უფრო დიდი პრობლემაა აღტაცება გუნდში

რა ლექსიკაც შეესაბამება და მეტიც, ზედ აკვდება პუტინს, ივანიშვილს, ბესელიას, წულუკიანს, ჩერგოლეიშვილს თუ ამაშუკელს, იგივე არ შეეფერება და არ ეკადრება მიშას. დღევანდელი განცხადება იყო შეცდომა. კონტექსტი ამ შემთხვევაში გამართლება არაა. შეცდომა ადამიანებს მოსდით და ეს თავისთავად გადაუჭრელი პრობლემა არაა, არც რამე ისეთია, რომ ქოცებივით შავის და თეთრის გარჩევაში შეუშალოს ვინმეს ხელი. ამ შეცდომაზე გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა თანაგუნდელების აღტაცება, დითირ-ამბები და შეგულიანებები მიშასადმი, ეს რა მაგარი რამე თქვიო.

მიხელ სააკაშვილის განცხადებით, "წულუკიანი და ივანიშვილი იქამდეც ვერ მომწვდნენ, სადაც პუტინს უნდოდა". "ჩერჩილს ერთერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ქალბატონი და უთხრა - "ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ". ამაზე ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა - "ქალბატონო, მე მართლაც ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ. თქვენ კი, ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ. მაგრამ ხვალ დილით გავიღვიძებ და მე უკვე ფხიზელი ვიქნები". ეს არის ჩემი პასუხი თეა წულუკიანს", - თქვა ექსპრეზიდენტმა.

კომენტარები