მიხეილ სააკაშვილი

ნოდია: 2012 წელს დამარცხების შემდეგ, სააკაშვილი ვეღარ ერევა თავის შინაგან დემონებს

მიხეილ სააკაშვილი პრობლემა ჩემი აზრით, არის ერთგვარი დაპირისპირება მის გონებასა და ხასიათს შორის. ის არის საკმაოდ რაციონალურად და სტრატეგიულად მოაზროვნე პოლიტიკოსი და ხვდება რა არის სწორი, მაგრამ მეორეს მხრივ, მის ცხოვრებაშ პირველი სერიოზული დამარცხების შემდეგ, რაც მან გამოსცადა 2012 წელს, ის ვეღარ ერევა თავის შინაგან დემონებს და დაკარგა სტრატეგიული მოთმინების უნარი. ამიტომ კი ხვდება, რომ რაღაცებს არასწორად აკეთებს, პოსტფაქტუმ და ცდილობს ამის გამოსწორებას, მაგრამ ხშირად ეს უკვე გვიანია. თუ ჩავთვლით, რომ ის არის ქართველი პოლიტიკური ფიგურა, ის უნდა მუშაობდეს ოპოზიციის გაერთიანებაზე და არა საკუთარი ექსკლუზიური როლის წინ წამოწევაზე და ხაზგასმაზე.

პოლიტოლოგი გია ნოდია მიხეილ სააკაშვიის შესახებ, თამარ ჩერგოლეიშვილთან ინტერვიუში.

კომენტარები