ინტერვიუ გია ნოდიასთან

ნოდია: ყოველი შემდეგი ხელისუფლების შეცვლა წინას არ გავდა

ჩვენ ერთი რამე უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან, რომ ყოველი შემდეგი ხელისუფლების შეცვლა წინას არ გავდა. თუმცა მოლოდინი იყო, რომ ისევე უნდა შეცვლილიყო. ზვიადი წავიდა სისხლიანი გადატრიალებით, ამიტომ ეს გარკვეულწილად აბრკოლებდა ოპოზიციას მთელი შემდეგი 10 წლის მანძილზე. დაკვეთა სტაბილურობაზეა და შენ ხელისუფლების შეცვლა თუ გინდა არაარჩევნების გზით, ესე იგი სისხლისღვრა გინდა და ეს შიში იყო, რომ პროსტესტს არ გამოეწვია სისხლისღვრა. ვარდების რევოლუციამ გააქრო ეს შიში, თურმე შეიძლება, რომ ეს მოხდეს სისხლის ღვრის გარეშე. შემდეგმა ოპოზიციამ დაიწყო იგივე, ახალი ვარდების რევოლუციის მცდელობა მოჰყვა. ახლაც რაღაცნაირად თითქოს ველოდებით რომ განსაკუთრებული პიროვნება უნდა მოვიდეს. აქამდე რაც იყო, ყოველთვის ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა ხდებოდა ქარიზმატული ან სუპერმდიდარი, როგორც ბიძინა ივანიშვილია, ერთი ლიდერის გარშემო. ამიტომ ჩამოყალიბდა ინდუქციური დასკვნა, გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მხოლოდ ბელადი უნდა გყავდეს. სავსებით შესაძლებელია ახალი მიჯნა აღმოჩნდეს ვითარება, როდესაც ერთი გამოკვეთილი ბელადის გარეშეც ოპოზცია მოიგებს.  

პოლიტოლოგი გია ნოდია თამარ ჩერგოლეიშვილთან ინტერვიუში.

კომენტარები