პარლამენტის სხდომა

ნაცვლიშვილი ევროპულ საქართველოს: მოგიტევეთ და ამიტომ ხართ ამ დარბაზში

გიგა ბოკერიას მინდა ვუპასუხო, მე ტროცკისტი ვიქნები, ბოლშევიკი ვიქნები თუ ასე შემდეგ, ამას მე თვითონ ვიტყვი. ყველაზე დიდი ბოლშევიკები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყავით თქვენ, თქვენი გადაწყვეტილებების მეთოდებით, იმ დამოკიდებულებით თუ ადამიანი არ არის პრობლემაც არ არის და შესაბამისად ამიტომ დაასრულეთ ისე, როგორც დაასრულეთ. ბოლშევიზმი ყოველთის სრულდება. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამ ნაწილს ვინც აქეთ ვსხედვართ პარლამენტში მიტევების უფრო მაღალი ხარისხი გვაქვს, ვიდრე შეიძლება თქვენ წარმოგედგინათ და მოგიტევეთ და ამ მოტევების საფუძველზე ხართ ამ დარბაზში. თორე იმ დანაშაულებების გამო, რაც თქვენ ჩაიდინეთ, სხვა არ მოგიტევებდათ და ეს კარგად გააცნობიერეთ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები