ვიზალიბერალიზაცია

პრეზიდენტი: საქართველო ევროპას სჭირდება, უნდა შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები

ყველამ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ შევასრულოთ ის ვალდებულებები, ის რეჟიმი, რომელიც ამოქმედდა ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში. საუბარია 90 დღეზე. ქართველები და საქართველო ევროპას სჭირდება. ევროპამ არაერთხელ გამოხატა ეს პოზიცია, იქნებოდა ეს ვიზალიბერალიზაციის თუ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით საქართველოსთან. ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ, როგორ ვიმუშაოთ ერთად უვიზო რეჟიმის დარღვევის საკითხებთან მიმართებაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე საგარეო სამინისტრო, ასევე, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი პოლიციის ატაშეების მუშაობას ევროპის დედაქალაქებში, ძალიან აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა რეგულაცია იყოს სწორად დაცული და რაიმე საკითხი, რომელიც ეხება კონკრეტულ დარღვევებს, არ გახდეს პოლიტიკურად პრობლემური.

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევებზე საუბრობს.

კომენტარები