გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი: რუსულ პროპაგანდასთან ყველანი უაღრესად ფრთხილად უნდა ვიყოთ

ყველა უნდა გვახსოვდეს, არსებობს ცალკეული სამართალდარღვევები, მაგრამ აგრევე არსებობს უაღრესად ძლიერი პროპაგანდა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ბევრ საკითხთან მიმართებით მუშაობს ევროპაში. ამ პროპაგანდას აღიარებს თვითონ დასავლეთიც. ამას ჰქვია რუსული პროპაგანდა და ყველანი უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილად, რომ რუსული პროპაგანდა კონკრეტული, ცალკეული შემთხვევებისგან არ ქმნიდეს საქართველოს წინააღმდეგ ცალკე საქმეებს და პროპაგანდისტულ ქეისებს.

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევების კომენტირებისას, რუსული პროპაგანდის შესახებ საუბრობს.

კომენტარები