აფგან მუხთარლის საქმე

პაპუაშვილი ხოშტარიას: რატომ უნდა ვენდო მუხთარლის ან თქვენს გულზე მჯიღის რტყმას?

არც თქვენი პოლიტიკური თუ საპარლამენტო ცხოვრების წესი, არც თქვენი საქმიანობა, იმის უფლებას არ მაძლევს, რომ თქვენს განცხადებებს და გულწრფელობას სერიოზულად შევხედო. რა საჭიროა კომისიის შექმნა, თუკი უკვე ყველაფერი იცით, რომელი მანქანიდან რომელ მანქანაში გადასვეს და ა.შ. ყველაფერი უკვე გამოგიძიებიათ, მტკიცებით ფორმაში ლაპარაკობთ. ძალიან საყვარლად მოყევით, თურმე ჟურნალისტი პურის საყიდლად მიდიოდა, კაცმა რა დააშავა? 

ასე პურის საყიდლად, დროის სატარებლად, შეყვარებულებთან შესახვედრად მიდიოდნენ ის ახალგაზრდა ბიჭები, ქუჩაში რომ ჩახოცეთ, მაგრამ მაშინ არავითარი კომისიის შექმნა არ მოგდომებიათ. რატომ უნდა ვენდო აფგან მუხთარლის განცხადებებს, რომელიც საშინელ განცხადებებს აკეთებს ჩემი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ და არ ვენდო გამოძიებას? ან რატომ უნდა გენდოთ თქვე, თქვენს ყალბ აღშფოთებასა და გულზე მჯიღის დაკვრას?

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ევროპული საქართველოს დეპუტატის ელენე ხოშტარიას ინიციატივაზე, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტი თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე

კომენტარები