გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი: "ოცნებას" ჰგონია - კრიზისს გადააგორებს და პრობლემა ყველას დაავიწყდება

იყო არაერთი განცხადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც ყურადსაღებია. აქ იცით რა ვითარებაა?! პოლიტიკური გამოუცდელობიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას აქვს ხოლმე განცდა, რომ თუ გადააგორა კრიზისი, ორ კვირაში დაავიწყდება ყველას ეს პრობლემა, თუ რაღაცნაირად სკანდალი მიავიწყებინა საზოგადოებას, ყველას ეს ავიწყდება, თუ შეცდომა რამენაირად დალაგდა საქართველოში, ამის თაობაზე ყველა ივიწყებს. ასე არ არის. ის შეცდომები, რასაც ჩვენ ვუშვებთ დემოკრატიასთან მიმართებაში, რაზეც ვსაუბრობდით მთელი წინა წელი, რაც გამოიხატება როგორც ხელისუფლების ზედმეტ კონსოლიდაციაში, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაში, ისე ინსტიტუციური სტაბილურობის შესუსტებაში - ეს ყველაფერი არსად არ იკარგება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი გადაივლის ერთ და ორ კვირაში და გადააგორებთ რაიმე სხვა თემით. ყურადღება მიაქციეთ ამ განცხადებებს.

გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადბებას იმის შესახებ, რომ "მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს".

კომენტარები