აზიური ფაროსანა

მინისტრი: ფაროსანა უბრალოდ მწერია და მასზე ამხელა ყურადღება გადაჭარბებული მგონია

ვფიქრობ, რომ ფაროსანა არ უნდა იყოს პარლამენტში ჩვენი განხილვის მთავარი თემა. რადგან ფაროსანას გარდა ძალიან ბევრი სხვა მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ არა ერთადერთი და არა უმნიშვნელოვანესი. საბოლოოდ, რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არის მწერი უბრალოდ და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის და საპარლამენტო განხილვის მთავარი თემა ეს ნამდვილად არ უნდა იყოს. 

თქვა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ის დღეს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მივა. ცნობისთვის, აზიური ფაროსანა მავნებელია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა. მან 2017 წელს დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს თხილის და სიმინდის მოსავალი სრულად გაუნადგურა. დაზიანებულია ციტრუსიც.

კომენტარები