1921 წლის 25 თებერვალი

მეუფე გრიგოლი: ქვეყანის ყველაზე დიდი მტერი დამპყრობლის მიერ აღზევებული ფენაა

მძიმე გამოცდილების ქვეყანას, ერს, ყველაზე დიდ მტრად მოევლინება ხოლმე დამპყრობლის მიერ აღზევებული სოციალური ფენა, რომელიც განსაკუთრებულ პირობებშია, განსაკუთრებული პატივით სარგებლობს მის თანამედროვე საზოგადოებაში, ავტორიტეტულია მისი სიტყვა, გავლენიანია მისი ქმედება და მისაბაძიც კი... და სწორედ ეს ადამიანები ევლინებიან ქვეყანას იმ ინტერესების აშკარა ან ფარულ დამცველად და იმ ხაზის გამტარებლად, რომელიც მათში ჩაინერგა იმ სახელმწიფოს მიერ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მათი აღზრდისათვის, რომელმაც მოახერხა და წაშალა მათში ისტორიული მეხსიერება, დააბლაგვა ცოცხალი აღქმა საკუთარი ვინაობისა.

მეუფე გრიგოლის სიტყვა, წარმოთქმული ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ბრძოლის ველზე დაცემულთა სულების საოხად გადახდილი პანაშვიდის დასრულებისას

კომენტარები