არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ხოშტარია ტატუნაშვილზე: რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მსგავსი ქმედებები ფასი დაუჯდებათ

მნიშვნელოვანია, ჩვენ, პირველ რიგში, ამ შემთხვევაზე [ტატუნაშვილის მკვლელობა] მივაღწიოთ შედეგს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვანაირად გაგვიჭირდება. ზოგადად, რუსეთმა იცოდეს, რომ მათ დაუჯდებათ ფასი ასეთი ტიპის ქმედებების. ეს უნდა იყოს საერთო უსაფრთხოების პოლიტიკა. ამისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შეთავაზება, რომელსაც შევიტანთ პარლამენტში - ეს არის "ოთხოზორიას სია", რომელიც არის კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ გაუჭირდეს რუსეთს და დაუჯდეს ფასი მსგავსი ქმედებები.

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე.

კომენტარები