საქართველო-აშშ

ინაშვილი: ღვთის შეწევნით, იან კელი მოშორდა ჩვენს ქვეყანას

ჩვენ გვყავს რაღაცა სტერეოტიპების მონა ხელისუფლება. მე პარლამენტში ვარ, მეორე წელია და ვაკვირდები რა პროცესს - ეს იან კელი, რომელიც ღვთის შეწევნით მოშორდა უკვე ჩვენს ქვეყანას, იყო ელჩი, რომელიც მუდმივად გვასწავლიდა, ვინ უნდა აგვერჩია, სად უნდა დაგვენიშნა, სახალხო დამცველი დაანიშნინა პარლამენტს იან კელიმ და ჩვენ ისეთ მოვლენასთან გვქონდა საქმე, რომ ერთი მხრივ, ამერიკული პოლიტიკა... სულაც არ არის ეს ამერიკული პოლიტიკა, ჩვენ ჩავრჩით ობამას ადმინისტრაციის ეპოქაში, და იქ ტრამპია უკვე, სულ სხვა პოლიტიკა ვითარდება აშშ-ში და ის მომენტი, რომ რაღაცის მძევლები ვართ, რაღაცა სტერეოტიპების, არ შეგვიძლია რაღაცის დოგმებთან დაპირისპირება, არ შეგვიძლია რაღაცის გადაბიჯება და ქვეყნის, სახელმწიფოებრივი ინტერესით ხელმძღვანელობა, გესმით?

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი ობიექტივის ეთერში.

კომენტარები