რუსული პროპაგანდა

ჩარკვიანი: საქართველოში რუსული გავლენა ჩვენში ავტოკრატიულ ტენდენციებს წაახალისებს

ალტერნატიული არჩევანი, რომელსაც დღეს ზოგიერთი ანტიდასავლურად განწყობილი, წინდაუხედავი მოღვაწე გვთავაზობს, გარდა იმისა, რომ სრულიად გაუმართლებელია მორალურად, არაერთ სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ერთერთი მათგანი კი ის არის, რომ ინტეგრაცია რუსული გავლენის სივრცეში, სადაც არადემოკრატიული რეჟიმების არსებობა ნორმაა, ჩვენშიც მხოლოდ და მხოლოდ ავტოკრატიულ ტენდენციებსა და კორუფციას წაახალისებს. ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ამის შედეგად მოსულმა ანტიდასავლურმა ხელისუფლებამ, ძალაუფლების ბოროტად, შეუკავებლად გამოყენების სურვილით შეპყრობილმა, უარი განაცხადოს ევროსაბჭოს წევრობაზეც და ევროსასამართლოზეც. ამგვარად, რეგიონის ყველაზე თავისუფალი ქვეყანა შეიძლება თანდათან პოლიციურ სახელმწიფოდ, ორუელისეულ დისტოპიურ ტირანიად იქცეს

დიპლომატი გელა ჩარკვიანი პრორუსულ განწყობებს ეხმაურება

კომენტარები