საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მამა ლევანი: რით ვერ გაუვიდათ ყავლი მედროვეებს, კვლავ სიტყვა რომ ეთქმით?!

იყო დრო, როცა ვითარცა ლერწამნი ქარისაგან მიმოვიხრებოდით, იყო დრო, როცა საკუთარი ბავშვებით ვვაჭრობდით და სულთნის და შაჰის ხალათი სანატრელი და საპატიო რეგალია იყო ღვაწლმოსილი და დამსახურებული ერის უანგარო მოფიქრალთათვის. იყო დრო, როცა ქალბატონი მ. ორბელიანის რუსეთის თვითმპყრობელი იმპერატორის ლოგინში მოხვედრა არა სირცხვილი, არამედ ქართველი ერის მადლიერების და ერთგულების გამოხატვა იყო საიმპერატორო უდიდებულესობის მიმართ. ასეთივე გულმხურვალე ერთგულების გამოხატულება გამოავლინა მეცხრამეტე საუკუნეში ქართველი ერის ნაღებმა, როცა იმპერატორს უნივერსიტეტის გახსნის ნაცვლად სამხედრო სასწავლებლის გახსნა თხოვა. დრონი იცვლებოდნენ, მაგრამ ხალათის, ჩალმის, ხანობა-ვალობის, ჩინ-მედლების, სახალხო კომისრობის თუ არტისტობის, რაიკომის მდივნობის მსურველნი ყოველთვის არსებობდნენ! ეს გასაკვირი არაა, გასაკვირი ისაა თუ რატომ არ გაუვიდათ ყავლი ცეკას მდივნების მადლიანი გულუხვი ხელებიდან მადლმინიჭებულ "უანგარო პატრიოტებს"და კვლავ სიტყვა ეთქმით ბედნიერი ერისთვის! ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ყავლგასულ მედროვეთაგან, რათა თანამედროვე მედროვეებს დაუთმონ ასპარეზი!

წერს მამა ლევან მათეშვილი facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები