შსს

გიორგი გახარია: პოლიციელის ხელფასი არაადეკვატურია

არ შეიძლება, 800 ლარი ადეკვატური ხელფასი იყოს ადამიანისთვის, რომელიც მეორე მოქალაქის სიცოცხლეზე, უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი და თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს.  შსს-ში რეფორმების ძირითადი მიზანი იყო სამოქალაქო კომპონენტში ოპტიმიზაცია, რომელიც ფაქტობრივად, უკვე განხორციელების ეტაპზეა. დაახლოებით ოთხასი ასეთი პოზიციაა შემცირებული. ეს მხოლოდ ხელფასის ეკონომია არ არის. ეს გახლავთ ამ პოზიციებთან დაკავშირებული ავტოტრანსპორტი, საწვავი და ა.შ.

მაგალითად, ზოგიერთი სამმართველოს უფროსს ორი მოადგილე ჰყავდა. ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ ერთიც ეყოფოდა. არსებობდა დეპარტამენტები, რომლებიც გარკვეულ კვლევაზე იყვნენ ორიენტირებული და ჩავთვალეთ, რომ ისინი საჭირო არ იყო. ასევე, იყო ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ინტერპოლი, ევროპოლი, პოლიციის ატაშეები. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ქვედანაყოფების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება შესაძლებელი იყო და ერთი დეპარტამენტი გავაკეთეთ. იყო კიდევ ბევრი რამ, რაზეც დიდხანს შემიძლია ვისაუბრო.

განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში ახალი კვირა

კომენტარები