არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აღარ გავაკეთებ შეფასებებს. ბევრი საუბარი იყო ამაზე. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ასევე არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა.
არჩილ ტატუნაშვილის საქმე
პრემიერი: გვეუბნებიან, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება
tbl.ge/2tet
დაკოპირდა
ინტერპრესნიუსის ცნობით, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ცხინვალის ე.წ ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების შესახებ.
ამავე თემაზე
- ერგნეთში შეხვედრაზე ქართულ მხარეს ტატუნაშვილის ცხედრის ექპერტიზის თარგმანი არ ჰქონდა
- მეზვრიშვილი: არჩილ ტატუნაშვილის საქმეს დაემატა წამების კვალიფიკაცია
- აბესაძე ტატუნაშვილზე: ხელისუფლებამ მკაცრად უნდა მოსთხოვოს პასუხი რუსეთს
- კოჟორიძე: არჩილ ტატუნაშვილის საქმე თითოეული მოქალაქისთვის ღირსების საქმეა
- გახარია: ამოცანა იყო ჩვენი მოკლული გმირი ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის