არჩილ ტატუნაშვილის საქმე

იან კელი ტატუნაშვილზე: საჭიროა დადგეს პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიის გამო

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ მინისტრს და მისი მთავრობის ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჭიროა დადგეს პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ჩართული ვართ პროცესში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსკოვსაც და ცხინვალსაც გაათავისუფლონ საქართველოს 2 მოქალაქე და დააბრუნონ ტატუნაშვილის ცხედარი.

თქვა ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, რუსთავი 2-ის ცნობით. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს და მოკლეს, მისი ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ. 

კომენტარები