რეზოლუცია ტატუნაშვილის საქმეზე

თაქთაქიშვილი: ტატუნაშვილის რეზოლუციის განხილვა პარლამენტში ფარსია

ტატუნაშვილის რეზოლუციის განხილვა ივანიშვილის კარის პარლამენტში - მორიგი ფარსი! კილაძე-თალაკვაძის და ბაქრაძე-ბოკერიას სიყვარულობა, რომ ზეპარტიული საკითხი ყოფილა თურმე ეს რეზოლუცია! რამდენი ფარატინა ტექსტიც არ უნდა დაწეროთ, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას! საკუთარი პრეზიდენტი დაადანაშაულეთ რუსეთისთვის ომის დაწყებაში, გმირი სამხედროები გაყიდეთ, ციხეში გამოკეტეთ, მოკალით, მწვანილზე გაცვალეთ გიორგი ანწუხელიძის ღირსება, აბაშიძე-კარასინს დაავალეთ რუსეთთან ურთიერობების დალაგება, ბიუჯეტიდან აფინანსებთ პირდაპირ პუტინის პროპაგანდას, აწინაურებთ, აჯილდოვებთ და ქვეყანას ამართინებთ ფსბ-ს აგენტებს და გგონიათ ამ რეზოლუციის მიღებით გამოისყიდით თქვენს დანაშაულს?! ეხება ქოცებს და მათთან "კონსტრუქციულად მოთანამშრომლეებს"

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი Faceebok-ზე. 7 მარტს პარლამენტის პლენარულ ხდომაზე ტატუნაშვილის საქმის შესახებ რეზოლუციის პროექტები უნდა განიხილონ. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე საკანონმდებლო ორგანოში ორი რეზოლუცია არის დარეგისტრირებული, მათ შორის ერთი ქართული ოცნების, მეორე კი ევროპული საქართველოს

კომენტარები