თბილისის მერია

კალაძე: პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ინებონ და საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნან

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის გამო. 49 კონკრეტული ლოკაციაა გამოვლენილი. პოლიტიკოსებმა და პარტიებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პლაკატები, რომელსაც წინასაარჩევნოდ გააკრავენ, არ უნდა დატოვონ, კეთილი უნდა ინებონ და ჩამოხსნან, რადგან ეს ამახინჯებს და აბინძურებს გარემოს. ამიტომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება.

მაგრამ ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს მიდგომები და აუცილებლად უნდა გაიზარდოს ჯარიმები. იმ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელსაც პარლამენტს გავუგზავნით, ამ მიმართულებითაც იქნება გამახვილებული ყურადღება.

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები