ევროპული საქართველო

ბოკერია: კომიტეტის განცხადებაში ბორჯომზე ძალადობას მხოლოდ 1 წინადადება ეხება

სამწუხაროდ, წინასწარ კი ვიცოდით ქართული ოცნების ხელმძღვანელობის, კომიტეტის და უმრავლესობის, როცა ისინი ძალადობის მსხვერპლს აბრალებდნენ ძალადობას ტრადიციულად, მაგრამ ეს კიდევ ცალკე პროცედურული უპატივცემულობაა საკუთარი პარლამენტის, რომ განცხადებას იღებ კომიტეტის სახელით ისე, რომ წევრებს არც აგებინებ განცხადების ტექსტს და არც განხილვა და არც კენჭისყრა. მაგრამ უფრო დიდი სურათი არის შემაშფოთებელი იმ აღმაშფოთებელი საქციელის შემდეგ, რაც ვიხილეთ ბორჯომში ადგილზე ქართული ოცნების ადგილობრივი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომლებსაც ძალადობას მიმართეს ერთადერთ საკრებულოში საქართველოში, სადაც არჩევნები წააგეს. შემდეგ პოლიციის მხრიდან, რომელმაც ჯერ უმოქმედობა გამოიჩინა, შემდეგ კი ბლოკავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიან მუშაობას. ახლა უკვე ვნახეთ ჩვენ ქართული ოცნების უმრავლესობის მხრიდან პარლამენტის დონეზე ან უბრალოდ დუმილი ან პირდაპირი, პრაქტიკულად, წახალისება ძალადობის, როდესაც ისინი აქ, ამ დონეზე პოლიტიკურად ამტყუნებდნენ ძალადობის მსხვერპლს და ცალყბად, ზოგადად გმობენ ძალადობას. ეს არის ძალიან სახიფათო სურათი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის სახე დღევანდელი ხელისუფლების. ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება ივანიშვილის გუნდს თვითონ, ძალადობის წახალისება და ხელის დაფარება და ამ მეთოდის გამოყენება, მაგრამ ძალიან აზიანებს უკვე ჩვენს ქვეყანას უკვე, ბევრ სხვა ზიანთან ერთად, რომელიც მოუტანა ამ გუნდმა ჩვენს ქვეყანას ამ 6 წლის მანძილზე.

განცხადებაში ერთი ზოგადი წინადადებაა იმაზე, რომ ძალადობას გმობენ ზოგადად და დანარჩენი 5 აბზაცი იმაზეა, როგორ არ უნდა ჩაერიონ გარეშე ძალები თვითმმართველობის მუშაობაში

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ეხმაურება რეგიონული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ბორჯომის ინციდენტს ეხება

კომენტარები