არჩილ ტატუნაშვილის საქმე

მდინარაძე: ე.წ პრეზიდენტის განცხადება ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება

ე.წ პრეზიდენტის განცხადება არის აბსოლუტურად მიუღებელი, ის ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას, ყველა საერთაშორისო სტანდარტს, მიუხედავად ასეთი არალეგიტიმური განცხადებებისა, ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში იქნას გადმოსვენებული თავის ოჯახში არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მიზანი ამოძრავებს ე.წ პრეზიდენტს, როდესაც ამ განცხადებას აკეთებს, რომ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს იგივე მოლოდინები იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ცხედრის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებას და უახლოეს პერიოდში ველოდებით ამას

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე საუბრობს, რომელმაც დღეს მიანიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ ციხეში დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, ექსპერტიზის გამო, 1 თვე მაინც დასჭირდება

კომენტარები