გიორგაძე: რუსეთთან ყველანაირი კულტურული ურთიერთობის გაწყვეტა სწორი არ არის

ზოგადად, ის, რომ რუსეთთან ამ კონტექსტში ჩვენ ყველანაირი კულტურული ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ, მე ვფიქრობ, სწორი არ არის. ასეთივე წარმატდებით და ასეთივე ლოგიკით მაშინ ჩვენ უნდა გავაუქმოთ ის უვიზო რეჟიმი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის გვაქვს და მათ ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვან ნაწილად განვიხილავთ.

ამიტომ როდესაც თეატრი მიდის გასტროლზე თეატრის მოპატიჟებით, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და პირიქით, ვფიქრობ, ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა სწორი ინფორმაცია, სწორი პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენს კოლეგებთან, ვგულისხმობ არა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, არამედ ასეთ პირდაპირ ინსტიტუციურ ურთიერთობებს. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ საუბარია რაღაცა პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ ორგანიზებულ ანგაჟირებულ, რაღაც პოლიტიკური მიზნისთვის პოტენციურად გამოყენებად ღონისძიებებზე, ასეთ ღონისძიებებში, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი აზრით, ჩვენმა არტისტებმა არ უნდა მიიღონ მონაწილება.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პალიტრანიუსის ეთერში, კითხვაზე - როგორია მისი პოზიცია რუსეთში ქართველი მომღერლების კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები