აზიური ფაროსანა

დავითაშვილი: ფაროსანა პროტეინის წყაროა, ქათმებს და ინდაურებს შეუძლიათ ჭამონ

თითოეული მავნებლის განადგურება მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, გაზაფხულზე, ვიდრე ის გამოვა და დაიწყებს კვერცხის დადებას. მნიშვნელოვანია თუ შინაური ფრინველები მიირთმევენ მას. ეს არის პროტეინის წყარო და ცხადია, შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც და სხვა ფრინველებმაც. რაც შეეხება ამ ფრინველის ხორცის ვარგისიანობას, მის სუნსა და ფერს, ეს არის ინდივიდუალური აღქმის საგანი. ზოგადად, რა საკვებსაც მიირთმევს ესა თუ ის ცხოველი ან ფრინველი, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს მის ხარისხობრივ თვისებებს ამიტომ, ეს ინდივიდუალურად შესაფასებელია. 

თქვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფაროსანათი კვების შემდეგ შინაური ფრინველების ხორცის ვარგისიანობის შესახებ, ინტერპრესნიუსის ცნობით. 

კომენტარები