კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთს

ვოლსკი რუსეთისთვის მიმართვაზე: ეს პასუხისმგებლობით აღსავსე ლიდერის განცხადებაა

ეს არის პასუხისმგებლობით აღსავსე ლიდერის განცხადება, რომელმაც გამოიარა გარკვეული მნიშვნელოვანი შეფასებითი პროცესი და ვფიქრობ ეს სწორედ ის მიდგომაა, რაზედაც საერთაშორისო თანადგომა დღეს აკეთებს აქცენტს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვაგონო ყველას, რომ საქართველო-რუსეთის უმძიმესი ურთიერთობა, დაპირისპირების ხარისხი არის მნიშვნელოვანი, თუმცა სეგმენტი მსოფლიო მასშტაბური დაპირისპირებებისა. აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადება სწორი ნაბიჯია და ვფიქრობ, აქტიურად იქნება მხარდაჭერილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერის გია ვოლსკი შეფასება პრემიერის მიერ რუსეთის ხელისუფლებისათვის გაგზავნილ მიმართვაზე. გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთს ტატუნაშვილის საქმეზე დღეს მიმართა და აღნიშნა, რომ "ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვის გაგრძელება ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას".

კომენტარები