ლევან კობერიძე

კობერიძე კვირიკაშვილის რუსეთისადმი მიმართვაზე: პრემიერის ვაჟკაცურ განცხადებას მხარს ვუჭერ

პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მიმართვაზე პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის რეაქციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკური ველზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უზნეო პოლიტიკოსია, რომლებისთვისაც ამოსავალი წერტილი საკუთარი პირადი ეგოს დაკმაყოფილებაა.

როდესაც პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აკეთებს ვაჟკაცურ განცხადებას, რომლის მსგავსაც, თავის დროზე არანაირი ქმედითის გამკეთებელი და ეხლა ჭკუის დამრიგებლური ტონით მოსაუბრე პოლიტიკოსი და ექსპერტი ვერ გაბედავდა და ვერც ეხლა გაბედავს, მე პირადად მხარს ვუჭერ მას და მოსახლეობასაც იგივეს მოვუწოდებ.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ლევან კობერიძე ფეისბუქზე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას ეხმაურება, სადაც ის კრემლს რთული ვითარების დასაძლევად "დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით", ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

კომენტარები