მამა შალვა ტატუნაშვილის საქმეზე: მისი უწმინდესობა ყოველდღიურად კითხულობს ამ ამბავს

მე ვიცი, რომ საპატრიარქო მუშაობს. მისი უწმინდესობა ყოველდღიურად კითხულობს ამ ამბავს, ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით, რას აკეთებენ თვითონ უცხოელები, ვინც ჩართულები არიან ამაში და რა შრომა მიმდინარეობს, ამას პატრიარქი ყოველ დღე კითხულობს. რუსეთის საპატრიარქომ დაგვაიმედა იმით, რომ ისინი ჩაერევიან ამ საქმეში. იმიტომ, რომ მათ არ აქვთ პირადი შეხება, იმიტომ, რომ თვითონ რუსეთის ეკლესიას არ აქვს. ამიტომ, როგორც ჩვენს ეკლესიას სახელმწიფოში რამე რომ მოხდეს ჩვენ პირადად შეხება არ აქვს ამ ყველაფერთან, ასე ეკლესიას არ შეიძლება რამე შეხება ჰქონდეს ამ ცხედართან დაკავშირებით. უბრალოდ, მათ თქვეს, რომ ჩვენ ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან, რაც არის საშუალება, რომ ჩვენ დაგეხმარებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინიც ყველაფერს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით და ყველაფერს ცდილობენ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ამ კვირას მაინც რაღაცები გადაწყდება

მამა შალვა კეკელია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები