რუსეთის პასუხი კვირიკაშვილს

პრემიერმა მოახერხა და МИД-ის განცხადებაში 3-ვე აბზაცში ქება-დიდება მიიღო რუსეთისგან

რუსეთის МИД-მა სამ-აბზაციანი განცხადებით შეაქო პრემიერის სამარცხვინო განცხადება. ინაშვილის და ბურჯანაძის შემდეგ გასამდა.

პირველ აბზაცში გვითხრეს: გვიხარია, რომ ჩვენთან ურთიერთობების დარეგულირება გინდათო. ჩვენც ეგ გვინდაო (ცინიზმი зашкаливает).

მეორე აბზაცში: ჟენევის შემდეგ რაუნდზე მარტის ბოლოს ვგეგმავთ, რომ განცხადება მივიღოთ ძალის არ-გამოყენებაზეო და იმედია მანდაც კოსტრუქციული იქნებითო (სტრიქონებს შორის: ვინც არ იცით, თუ ამ განცხადებას ქართული მხარე დაეთანხმება, დასრულდება რუსეთზე ზეწოლა, რომ ჩვენს მიმართ აიღოს ძალის არ-გამოყენების ვალდებულება და რუსეთი პირველად იტყვის ჟენევაში, რომ ცხინვალი და სოხუმი შევათანხმე თბილისთან ერთმანეთის თავდაუმსხმელობაზეო). მოკლედ, აბა თქვენ იცით, მარტის ბოლოს, არ შეგვარცხვინოთო! და თუ გინდათ, პრემიერი ჩამოვიდეს ჟენევაშიო - კარგი აზრიაო.

მესამე აბზაცში: აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგი რომ გინდათ პირდაპირ, ზუსტად მაგას გიჩიჩინებთ ამდენი ხანიო. ეგო არ არის ქართულ-რუსული საქმე და ერთმანეთში მოაგვარეთ სახელმწიფო დონეზეო.

მოკლედ, პრემიერმა მოახერხა და მიდ-ის სამაბზაციან განცხადებაში სამივე აბზაცში ქება-დიდება მიიღო რუსეთისგან.

გვიხაროდენ. Приехали!

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე , რომლითაც პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის წერილს უპასუხეს.

კომენტარები