საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი: დასავლეთისა კულტურა ახლობელია, რადგან ქრისტიანულ ნიადაგზე აღმოცენდა

ჩვენთვის დასავლეთისა და ამერიკის კულტურა ახლობელია, რადგან ქრისტიანულ ნიადაგზეა აღმოცენებული. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს წარსულს და გამოვთქვამთ გაოცებას, იმის გამო, თუ როგორ შეძლო და შექმნა ასეთ მოკლე პერიოდში ამერიკამ ასეთი კულტურა, ასეთი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი. ჩვენი ეპისკოპოსების დელეგაცია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაოცებულები  დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი დაახლოებისა გაგრძელდეს, თუმცა საქართველო ისედაც დგას ამ გზაზე. მე მადლობელი ვარ თქვენი და ამერიკის ხელისუფლების, იმ დახმარებისათვის და თანადგომისათვის, რომელსაც უწევთ საქართველოს. მოგეხსენებათ, 20-% საქართველოს ტერიტორიისა დაპყრობილია. ვფიქრობთ, ღვთის შეწევნით და ჩვენი მეგობრების დახმარებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაბრუნებული იქნება.

განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, აშშ-ის ელჩის, იან კელის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საქართველოს საპატრიარქოში

კომენტარები