რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები

პუტინი გამარჯვებაზე: ამაში ვხედავ ხალხის იმედს იმისას, რომ ჩვენ ისევ ისე ვიმუშავებთ

დიდი მადლობა ამ შედეგისთვის. თქვენ ჩვენი საერთო გუნდი ხართ. მე - თქვენი გუნდის ნაწილი. და ყველა, ვინც დღეს არჩევნებზე ხმა მისცა ჩვენი დიდი საერთო ეროვნული გუნდია. მე ამაში, როგორც მინიმუმ, იმის აღიარებას ვხედავ, რაც ბოლო წლებში, საკმაოდ რთულ პირობებში გაკეთდა. ამაში ვხედავ ნდობას და იმედს. იმედს ჩვენი ხალხისას იმაზე, რომ ჩვენ ისევ გულითადად და პასუხისმგებლობით ვიმუშავებთ და უფრო შედეგიანად. მადლობა, რომ ჩვენ ასეთი ძლიერი, მრავალმილიონიანია გუნდი გვყავს

18 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ხმების 50%-ის დათვლის შედეგად, ეგზიტპოლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი 75,01%. ეს მისთვის მე-4 საპრეზიდენტო ვადა იქნება. პუტინი პრეზიდენტი იყო 2000 - 2004 და 2004 - 2008 წლებში. 2008 - 2012 წლებში მას პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2012 წელს, ამჯერად უკვე გაზრდილი საპრეზიდენტო ვადით (6 წელი) დაიკავა პრეზიდენტის პოსტი.

კომენტარები