ღამბაშიძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და ამის გამო ბოდიშის მოხდა შეუძლებელია

რელიგიური გრძნობები არ არსებობს. კონკრეტულად მათი შეურაცხყოფა შეუძლებელია და ამის გამო ბოდიშის მოხდაც შეუძლებელია. ეს ტერმინი არის დღევანდელი რუსეთის მთავრობისა და ეკლესიის, ანუ კგბ-ს მოგონილი, რომელსაც რეპრესიის ინსტრუმენტად იყენებს. ამიტომ ამ ტერმინის გამოყენება არის რუსეთის თამაშის წესებს დათანხმება.

არსებობს წყენა. ამის გამო, იმის გამო... მაგრამ წყენა. თუ უნებლიედ ან განზრახ აწყენინებ ვინმეს, შეიგიძლია ბოდიში მოიხადო, შეგიძლია არ მოიხადო. შენი არჩევანია.

კარგი იქნება, თუ ტერმინებზე შევჯერდებით.

ფილოსოფოსი და რუსთავი ორის ერთერთი გადაცემის წამყვანი ლევან ღამბაშიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტ აქვეყნებს. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამია, ტელეკომპანიის ეზოსთან პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფების ძალადობისა და პროტესტის შემდეგ, ყველა მორწმუნეს ბოდიში მოუხადა. ე.წ ქართული მარშის წევრები დღეს შენობასთან მივიდნენ და გიორგი გაბუნიას ეზოში არ უშვებდნენ. ქართული მარში აგრესიის მიზეზად ასახელებდა, გიორგი გაბუნიას გუშინდელი მონოლოგს - გაბუნიამ თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები