თავდასხმა რუსთავი 2-ზე

ნადირაშვილი: ქართული მარში, სინამდვილეში, რუსული მახინჯი იდეოლოგიის გაერთიანებაა

ეს იყო პირდაპირი თავდასხმა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე. ქართული მარში სინამდვილეში არის, რუსული მახინჯი იდეოლოგიის გაერთიანება. ჩვენ ვართ მომსწრე როგორ დათარეშობენ ეს ადამიანები, სჩადიან დანაშაულს, ხელისუფლება ხელს აფარებს. ხშირ შემთხვევაში არც სჯის მათ ქმედებებს. შესაბამისად, დღეს მომხდარზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.

განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა ე.წ ქართული მარშის აქტივისტების აქციასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, დღეს ე.წ ქართული მარშის წევრები რუსთავი 2-ის შენობასთან მივიდნენ და გიორგი გაბუნიას ეზოში არ უშვებდნენ. ე.წ ქართული მარში აგრესიის მიზეზად გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგს ასახელებდა - გაბუნიამ თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

კომენტარები