თავდასხმა რუსთავი 2-ზე

ვოლსკი გაბუნიაზე: მკრეხელობაზე არ არის საუბარი, საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე

უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისათვის, რომ გამოხმაურება ყოფილიყო ასეთი, ამდაგვარი აგრესიული და მე ვფიქრობ, რომ ხშირად საზოგადოებამ ზუსტად უნდა დაუსვას დიაგნოზი და ადეკვატური გამოხმაურება უნდა გააკეთოს ასეთი სახის გამოხდომებზე, რაც რუსთავი 2-ის ერთერთმა წამყვანმა დაუშვა, შეურაცხყო რა ჩვენი ყველას რელიგიური გრძნობები. მკრეხელობაზე აქ არ არის საუბარი. მე ვფიქრობ, აქ საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სწორედ ასეთი ვითარება.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გიორგი გაბუნიას მონოლოგზე. ცნობისთვის, გუშინ ე.წ ქართული მარშის წევრები რუსთავი 2-ის შენობასთან მივიდნენ და გიორგი გაბუნიას ეზოში არ უშვებდნენ. ქართული მარში აგრესიის მიზეზად ასახელებდა, გიორგი გაბუნიას მონოლოგს - გადაცემა პოსტკრიპტუმში გაბუნიამ თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

კომენტარები